კატალოგი

მოკლე მიმოხილვა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით.

 

 

მონაცემთა დაცვა

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად. ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი. მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ჩვენ შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის ორგანოებს. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, ჩვენ შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში.

 

 

პირადი ინფორმაციის გამოყენება

აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და ჩვენი ფინანსური რისკის მართვა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ჩვენი გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები თქვენს ინფორმაციასთან ერთად. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ პირდაპირ ეთანხმებით აღნიშნული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაცვლას.

 

ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ საფოსტო მომსახურებას (თუ ამის საჭიროება იქნება). თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას.

 

 

პირადი ინფორმაციის კონტროლი

თუ თქვენი პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ უნდა განაახლოთ მონაცემები პირადი კაბინეტის განყოფილებაში. შპს "ბესტ უნივერსალი" პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის ან არასწორი მისამართის, არაზუსტი სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითების შედეგად.

 

 

კომუნიკაცია

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სისტემის მიერ გენერირებული ტრანზაქციების შესახებ ელექტრონული შეტყობინებები, როგორიცაა შეკვეთების დადასტურების/სტატუსების, პაროლის შეცვლის შესახებ შეტყობინებები და ა.შ . რეგისტრირებული მომხმარებლები დროდადრო ინფორმაციას მიიღებენ პროდუქტებზე, სერვისებზე და სპეციალურ ტრანზაქციებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მას არ სურს ამგვარი ბიულეტენის მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღებასთან ან არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა პირადი კაბინეტის განყოფილებაში (სიახლეებზე ხელმოწერა) გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მაინც მიიღებთ ისეთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.

 

უსაფრთხოება

"Best Sale • ბესთ სეილ • ვებსაიტი BestSale.ge" — შპს "ბესტ უნივერსალი" იცავს თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. როგორც კი შეხვალთ თქვენი ანგარიშის სისტემაში, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცულია SSL (დაცული სოკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით , რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 256 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია Let's Encrypt–ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს.